2011-05-30
საგრანტო პროგრამა “შვილობილი ბიზნესი”
პროგრამის აღწერილობა
პროექტი „შვილობილი ბიზნესი“ ითვალისწინებს შესაბამისი ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის გრანტების გაცემას. პროექტში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 30 წლამდე. პროექტში გამარჯვების შედეგად ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” სტატუსით „შპს“ აიყვანს ,,შვილობილ” კომპანიას. ცენტრი უზრუნველყოფს გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორთა ჯგუფს თანამედროვე სამუშაო ფართით (საოფისე ან სხვა დანიშნულების), შესაბამისი საოფისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე ბუღალტრისა და იურისტის მომსახურებით. პროექტის საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 პიროვნებისგან. პროექტის მიმდინარეობის გარკვეული ეტაპები გაშუქდება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით.
გრანტის მოცულობა
გამარჯვებული გუნდისათვის გადასაცემი თანხა განისაზღვრება 4000-დან 13 000 ლარამდე (მოთხოვნილი თანხის შესაბამისად).
ბიზნეს გრანტის გამცემი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი”.
გრანტის გაცემის პირობები
კონკურსში გამარჯვებული საინიციატივო ჯგუფი მიიღებს დაფინანსებას წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შესაბამისად. გრანტით გათვალისწინებული თანხის გადაცემა მოხდება ტრანშებად კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით, ასევე ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესაბამისად.
სამეთვალყურეო საბჭო
საინიციატივო ჯგუფის საქმიანობის მაკონტროლებელი ერთეული იქნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება: - არასამთავრობო სექტორი - 2 წარმომადგენელი;
- ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის - 2 წარმომადგენელი;
- ბიზნეს სექტორიდან - 1 წარმომადგენელი;
- სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება:
- არსებული კანონმდებლობით
- ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ დამტკიცებული წესდებით.
კონკურსის ვადები და საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 30 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ბიზნეს იდეის ზოგადი აღწერილობა ელექტრონულ მისამართზე: cync@cync.ge დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთდაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომერზე:
832 300 203
საკონტაქტო პირი:ირაკლი გიორბელიძე, მობ: 877 13 17 50
შერჩეული კონკურსანტები პროექტის ბიზნეს გეგმას წარმოადგენენ კონკურსის შემდგომ ეტაპზე, რომლის ვადად განისზღვრულია მიმდინარე წლის 1 აგვისტო.
პროექტში „შვილობილი ბიზნესი“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 2011 წლის 12 აგვისტოს (ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე).
« იხ. ყველა სიახლე