2009-12-20

მსვლელობა მეტეხის ხიდიდან



მსვვლელობა მეტეხის ხიდიდან – ახალგაზრდები ერთიანობა და მილოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. 


პატრიარქის აღსაყდრებიდან ზუსტად 32 წელი გავიდა. კათოლიკოს პატრიარქისთვის ამ დღის მილოცვა ახალგაზრდებმა მათი ერთიანობით გამოხატეს. 20 დეკემბერს მეტეხის ხიდზე, თბილისისთვის  ისტორიულ და საკრალურ ადგილას სტუდენტები მხოლოდ ერთი მიზნით შეიკრიბნენ –  კათალიკოსისთვის პატივი მიეგოთ და მისთვის ჯანმრთელობა და მხნეობა ესურვათ. ასობით მორწმუნემ ღვინის აღმართი ფეხით აიარა.

პირველი ქართული უნივერსიტეტის ინიციატივას ყველა უნივერსიტეტი და სხვადასხვა ტაძრის მრევლიც შემოუერთდა. პატრიარქის აღვლენილ საზეიმო წირვას სტუდენტები რექტორ გიორგი ხუბუასთან ერთად შეუერთდნენ. უწმინდესმა და უნეტარესმა უნივერსიტეტები კიდევ ერთხელ აკურთხა, რექტორ გიორგი ხუბუას კი დალოცვის წერილი გადასცა. მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარში გიორგი ხუბუამ აღნიშნა: „ახალგაზრდების ერთიანობა  და ერთმანეთისადმი სიყვარული ქვეყნის სიძლიერისა და რწმენის გაღრმავების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია .“ 


Print

« იხ. ყველა სიახლე