2010-05-05
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 26 აპრილის N 43/01–01 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 14 მაისს (10 საათიდან 17 საათამდე) ჩატარდება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
თსუ აკადემიური საბჭოს N 41/2010 დადგენილების თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებულია 3 კანდიდატი:
-
ნოდარ ბელქანია – სრული პროფესორი
-
შალვა აბზიანიძე – ასოცირებული პროფესორი
-
გიორგი ყიფიანი – ასოცირებული პროფესორი
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია გამოქვეყნებულია თსუ ვებგვერდზე www.tsu.edu.ge ( იურიდიული ცნობარი: აკადემიური საბჭოს დადგენილებები).
არჩევნების პროცედურა:
-
ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
ფაკულტეტის საბჭო.
-
კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს (14 მაისი, პარასკევი) 10.00 საათზე და მთავრდება 17.00 საათზე.
-
ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
-
საარჩევნო ბიულეტენი ამომრჩეველზე გაიცემა მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
-
საარჩევნო ბიულეტენზე ხელს აწერს ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი.
-
კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით.
-
ხმის მიცემა ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში
(თსუ მე–6 კორპუსი, ოთახი №203)
-
ხმის მიცემა ხორციელდება 1 კანდიდატის შემოხაზვით.
საბჭოს წევრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
« იხ. ყველა სიახლე