ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-27

საჯარო კონსულტაციები ჰორიზონტი 2020-ს ფარგლებში

ევროკომისის გადაწყვიტილებით დაინტერესებულ მხარეებისთვის  გაიმართება საჯარო კონსულტაციები, რომელიც შეეხება ჰორიზონტი 2020-ს შუალედურ შეფასებას. შეფასება ხელს  უწყობს ჰორიზონტი 2020-ს ფუნქციონირებას, და ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია  ევროკავშირის მომავალი კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მზადების პროცესისთვის.

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა 77 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები.

საჯარო კონსულტაცია ჰორიზონტი 2020-ს შუალედური შეფასების შესახებ ღიაა 2017 წლის 15 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ასევე, იხილეთ ლინკი
Print

« იხ. ყველა სიახლე