ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანგულენოვან სტუდენტებს სთავაზობს 4 საათიან ტრენინგს. ტრენინგზე განხილული იქნება საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობები. სტუდენტები შეისწავლიან CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენას, ასევე გაეცნობიან საფრანგეთის სტუდენტურ სამუშაო ბაზარს.
ტრენინგს გაუძღვება ლიონის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სილვი დადომო.
ტრენინგი გაიმართება თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პარასკევს,
18 იანვარს, 13:00 საათზე.
ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია.
დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ
15 იანვრამდე გაგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, მისამართზე
tamar.garibashvili@auf.org.