2020-05-25

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი
თსუ ბაკალავრიატის საფეხურის
მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული
ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

სწავლების ენა: ინგლისური

მობილობის პერიოდი: 2020 წლის შემოდგომის სემესტრი

კონკურსზე დაშვების წინაპირობა აქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ა) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური)
ან
დ) სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ უცხო ენა სწავლების მიმდინარე საფეხურზე მინიმუმ 2 სემესტრის განმავლობაში (დაგროვილი აქვთ 10 კრედიტი) და საბოლოო გამოცდაში მიღებული აქვთ არანაკლებ 71 ქულისა.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. პასპორტის ასლი;
2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
8. რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
9. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 11 ივნისის 14:00 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის  სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge.

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში”  ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ.ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე