2018-05-16

სტუდენტური ესეების კონკურსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის თემატიკაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკის თემატიკაზე. ნამუშევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროს, კონკრეტულ მოვლენას ან/და პიროვნებას უნდა შეეხებოდეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. საკონკურსო ესეს მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1000 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5. კონკურსის მონაწილე  სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც  სწავლობს.

საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია, შეარჩევს 3 საუკეთესო ესეს, რომლებიც გამოქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი მედია საშუელებების ვებგვერდებზე. ასევე საუკეთესო ესეების ავტორები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 24 მაისს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge. ნამუშევრები მიიღება 2018 წლის 18 მაისის ჩათვლით.



Print

« იხ. ყველა სიახლე