2013-11-22

ფილოსოფიის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2013 წლის 22 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციას.           
                                          
კონფერენცია  ეძღვნება დიდი ქართველი ფილოსოფოსის,  მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწის,  პროფესორ  სერგი დანელიას  გარდაცვალებიდან 50 და დაბადებიდან 125 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 10 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი № 205 .  (დემურ ჯალაღონია)  ან გამოაგზავნონ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge                   
          

Print

« იხ. ყველა სიახლე