24–25
ნოემბერს ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლა და „ევროპული
ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების“ სამაგისტრო პროგრამის გავრცობისა
და მდგრადობის თემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
საშემოდგომო სკოლა ეძღვნება შრომითი ურთიერთობის, შრომის ბაზრისა და
შრომითი მედიაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ევროკავშირის
ქვეყნებსა და საქართველოში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ბელგიის,
გერმანიისა და ბულგარეთის გამოცდილება, რომლის შესახებაც ისაუბრებენ
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის, მაგდებურგის უნივერსიტეტისა და
პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული უმაღლესი სკოლის
პროფესორები. აგრეთვე, საშემდგომო სკოლაში მოხსენებას წაიკითხავს ბელგიის
დასაქმების, შრომისა და სოციალური დიალოგის მინისტრი, მედიაციის ექსპერტი
ლივე ვერბოვენი. საშემოდგომო სკოლის მუშაობაში ჩაერთებიან თსუ,
ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენცია ეძღვნება „ევროპული
ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების“ სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ და
პრაქტიკულ მნიშვნელობას. კერძოდ, ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამგისტრო
პროგრამის აკადემიური პოტენციალი, რომელიც გამოადგება საქართველოს სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იმას, თუ რამდენად შეძლება
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა დაეხმაროს საქართველოს კეთილდღეობას, შრომის
ბაზრის მოდერნიზაციის გზით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც
უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური წრეების,
ისე პროფკავშირების, დამსაქმებელთა ორგანიზაციების, შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციისა და სხვდასახვა სამინისტროს წარმომადგენლები.
პროგრამა