ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-08-26

ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) სადოქტორო კვლევითი სტიპენდიები

ცხადდება კონკურსი თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) სადოქტორო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტების დოქტორანტურის საფეხურის I, II, III, IV სემესტრის სტუდენტებს. 

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 10 (ათი) კვირა;
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (ოქტომბერი-დეკემბერი 2020);
სტიპენდიის სრული მოცულობა:2.500 ევრო. 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის. აქედან გამომდინარე, შერჩეული სტიპენდიანტებისათვის აუცილებელი იქნება სტუდენტის სტატუსის გააქტურება მობილობის დაწყებამდე!

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 31 აგვისტოს 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, მოცემული მობილობა/სტიპენდია შეიძლება გაუქმდეს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge;

Print

« იხ. ყველა სიახლე