2016-03-30

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი)

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებისა და  აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) www.insa-rennes.fr/

შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა:
კომპიუტერული მეცნიერებები (ფრანგულენოვანი/ინგლისურენოვანი)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 11 აპრილის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/თსუ-ს ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (2015 წლის 15 ოქტომბერი/17 ნოემბერი ან/და 2016 წლის 2 მარტი)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
  • 10 თვე (1 აკადემიური წელი)
პერსონალი:
  • 7 დღე
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:

  • 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი:
  • 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!




Print

« იხ. ყველა სიახლე