2019-10-08
კონკურსი ბაკალავრიატის III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ცხადდება კონკურსი თსუ
ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ა
თენის ნაციონალური და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ბერძნულენოვანი): ახალი ბერძნული ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ბერძნულ-რომაული ფილოლოგია, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ოსტფოლდის საუნივერსიტეტი კოლეჯი (ნორვეგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურის კვლევები, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესი;
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენების გარდა).
მობილობის პერიოდი: 2020 წლის შემოდგომის სემესტრი სემესტრი
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ახლო აღმოსავლეთს ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ევროპული ბიზნეს სკოლა (პორტუგალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ტურიზმი და ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
დასავლეთ ტიმისოარას უნივერსიტეტი (რუმინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიზნესი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, განათლების მეცნიერება, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
კორდობას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგია, ბიზნესი, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ანგლისტიკა და ამერიკისმცოდნეობა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მესინას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
კადირ ჰასის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ეკონომიკა,
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს.
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულება (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულება (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი (ვარშავა)
სასწავლო მიმართულებები: ფრანგული ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეონიოს მიღება შეუძიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), კომპიუტერული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულეონოვანი): ბიზნეს ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
პალაცკის უნივერსიტეტი უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პალაკცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ
დანართში
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, იტალიური: CILS, PLIDA - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე))
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი მინიმუმ 71 ქულა)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში
(თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121 ა/წ 25 ოქტომბრის 10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში)
რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ.ფოსტაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე!)
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -
mobility.tsu.ge
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი
ა/წ 24 ოქტომბრის 15 საათამდე!
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაცია:
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 30-31 ოქტომბერს;
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 28 ოქტომბრის დღის ბოლოს;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
« იხ. ყველა სიახლე