2017-11-13

სამეცნიერო ჟურნალი – „თსუ ფსიქოლოგია“ აცხადებს სტატიების მიღებას

„თსუ ფსიქოლოგია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური, ელექტრონული ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს.

ჟურნალი აქვეყნებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ,  აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და  ემპირიულ-კვლევით სტატიებს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ემპირიულ კვლევებზე, რომლებიც ეფუძნება რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიას.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ   მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. წახალისებულია ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შედეგად განხორციელებული კვლევების ამსახველი სტატიები, რომელთაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადაპტირებისა და დანერგვის პოტენციალი გააჩნია და პასუხობს სხვადასხვა პოპულაციის, კულტურისა და საზოგადოების საჭიროებებს.

სტატიის წარდგენა ხდება ელექტრონულად.
სტატიის მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2017 წ.
ელ.ფოსტა: tsu.psychology@tsu.ge

ავტორის გზამკვლევისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს
Print

« იხ. ყველა სიახლე