2019-01-24

გაცვლითი პროექტი თსუ ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებისთვის

თსუ ეთნოლოგიის ინტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსიტუტის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში (NorGePart) თსუ ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ, გაცვლითი პროექტით ეწვიონ ბერგენს.
 
კვლევით ვიზიტორს საშუალება ექნება:
•ისარგებლოს ბერგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნადი ფონდით, ელექტრონული ბიბლიოთეკით.
•დოქტორანტს დაენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც აკადემიურ კონსულტაციას გაუწევს საკვლევ პროექტზე მუშაობის პროცესში.
•ინსტიტუტის ოფისში გამოეყოფა სამუშაო ადგილი და კომპიუტერი. ასევე გადაეცემა უნივერსიტეტის ვიზიტორის ბარათი, რომელიც მისცემს წვდომას ყველა იმ მატერიალურ ტექნიკურ ბაზასთან, რომლითაც სარგებლობენ უნივერსიტეტის თანამშრომლები.
•დაესწრონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის აკადემიურ ღონისძიებებში (მათ შორის ყოველკვირეულ სემინარებში, რომელსაც სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ანთროპოლოგები.
•სურვილის შემთხვევაში და ვიზიტის პერიოდის გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღოს ბერგენის საზაფხულო სკოლაში მკვლევრებისათვის.
 
ვიზიტის  ხანგრძლივობა:
სამი თვე (2019 წლის 1 მარტიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში).
 
ვიზიტის დრო:
•კონკრეტული პერიოდი შეთანხმებული იქნება აპლიკანტთან.
•საზაფხულო არდადეგებიდან გამომდინარე, სასურველია, არ ემთხვეოდეს ივლისის თვეს.
•იმ შემთხვევაში თუ ვიზიტის პერიოდი იქნება აპრილიდან მაისის თვემდე, კანდიდატს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ბერგენის საზაფხულო სკოლაში.
 
პროგრამა დაფარავს:
•მგზავრობის ხარჯებს;
•საცხოვრებლის ხარჯებს;
•დოქტორანტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას ვიზიტის პერიოდში, სამი თვის განმავლობაში.
 
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
•იყოს თსუ ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
•იყოს სადოქტორო ნაშრომის წერის ეტაპზე.
•ფლობდეს ინგლისურ ენას (დოქტორანტურაში ჩაბარებისას ჩაბარებული ჰქონდეს ინგლისური ენა).
•ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი (სამეცნიერო სტატია, დისერტაციის ერთ-ერთი თავი ა.შ.), რომლის განხორციელებასაც გეგმავს ბერგენის უნივერსიტეტში ყოფნისას.
 
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია
•CV ინგლისურ ენაზე.
•სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
•რეკომენდაცია თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან.

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რატომ არის აპლიკანტისათვის მნიშვნელოვანი აღნიშნული კვლევითი ვიზიტი. ასევე, იგი უნდა შეიცავდეს მკაფიო გეგმასა და მიზნებს, თუ რა საკითხზე იმუშავებს (მაგ. სტატია ინგლისურ ენაზე, დისერტაციის კონკრეტული თავი) დოქტორანტი და რა სახის ინტელექტუალურ მხარდაჭერას მოელის ის ამ კონკრეტულ საკითხზე მუშაობისას ბერგენის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისაგან. ყურადღება მიექცევა წერილის ენობრივ მხარესაც.
 
დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: ketevan.khutsishvili@tsu.ge, giorgi.cheishvili@uib.no   
 
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა:
•5 თებერვალი 2019, 17:00 საათი

გადაწყვეტილებას დოქტორანტთა შერჩევის შესახებ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იღებს ნორვეგიული მხარე.
 

 


Print

« იხ. ყველა სიახლე