თუ გაქვთ იდეა, რომელიც მოერგება ჩვენს ქალაქს, მოიცავს მის ურბანულ და ინოვაციურ განვითარებას და გინდათ ეს იდეა განახორციელოთ, ჩაერთეთ Fab Lab-ის იდეების კონკურსში!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ პორტალზე
fab.lab.gov.ge შემოიტანეთ ინდივიდუალური ან გუნდური განაცხადი, წარმოადგინეთ თქვენი იდეის მონახაზი და ჩაერთეთ კონკურსში.
დარეგისტრირებული კონკურსანტები გაივლიან კონსულტაციებს Fab Lab-ის ტექნიკურ კონსულტანტებთან.
მეიქათონი გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბ-ლაბში
23, 24 და 25 სექტემბერს.
27 სექტემბერს კი მოეწყობა შერჩეული პროტოტიპების გამოფენა და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
იდეების რეგისტრაციის ბოლო ვადაა
20 სექტემბერი.
გისურვებთ გამარჯვებას!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
fab.lab.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
https://www.facebook.com/FabLabTSU/
+995 571 01 05 03
+995 571 01 05 03