ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „
მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება თბილისში,
3 და 4 ივნისს, 2016 წ.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• ადამიანის უფლებები და მედია;
• ჟურნალისტის უფლებები;
• სასამართლო და მედია;
• მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
• დანაშაული და მედია;
• სენსაცია და ადამიანის უფლებები;
• არჩევნები და მედია;
• გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
• გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
• ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
• საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
• გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
• კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
• სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე:
mediaruledwtsu@gmail.com
• მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
• სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა
31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში)
ტელ.: 558 49 95 87
ელ.ფოსტა:
amalia.oganjanyan@dw.de.