2015-09-18
საერთაშორისო სიმპოზიუმი-„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“
თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით,
2015 წლის 23 -26 სექტემბერს უმასპინძლებს მორიგ, რიგით მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ თემაზე: ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა.
სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
• „ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“ (ტ.ს. ელიოტი);
•ავტორი ტრადიციის წინაშე;
•ლიტერატურული ეპოქა და ტრადიციის მდგრადობა;
•ტრადიცია დიქტატურის პრიზმაში;
•ტრადიცია და ანტიტრადიცია თანამედროვე მწერლობაში;
•ლიტერატურული კანონი, როგორც ტრადიცია? Pro and Contra;
•ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობა და მეთოდოლოგიების კრიზისი;
•აკაკი წერეთელი და ქართული ლიტერატურული ტრადიცია.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: ლიტერატურული ტრადიცია, კულტურული გლობალიზაცია და ტრანსლატოლოგიის პრობლემები.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 124 მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, კუვეიტი, ყაზახეთი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან.
სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება 2015 წლის 23 სექტემბერს, 11 საათზე, სასტუმრო „ბეტსის“ (მაყაშვილის ქ. 32/34) საპრეზენტაციო დარბაზში.
სიმპოზიუმის გახსნაზე დაგეგმილია აკაკი წერეთლის საიუბილეო წელთან დაკავშირებული ახალი გამოცემების პრეზენტაცია.

« იხ. ყველა სიახლე