ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-14

„გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა"

14 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება  კონფერენცია - „გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა".

კონფერენცია ტარდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს.

კონფერენცია მიზნად ისახავს მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს გენდერის ზეგავლენაზე იდენტობების ფორმირების პროცესში, ასევე დამოკიდებულებებისა და აღქმების ჩამოყალიბებისას.

მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში  ორგანიზებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი დაარსდა 2003 წლის ნოემბერში ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას; საერთაშორისო აკადემიური ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას; სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას.

თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტი 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით ჩამოყალიბდა, რომელიც უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას. 

ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმანის თანხლებით.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე