ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-02

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი  სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში: „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები’’. კონკურსი ეძღვნება ტყის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.

ტყის ფუნცქციონალური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჟანგბადის გამოყოფით. მას ასევე წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და რეკრეაციული დატვირთვაც აქვს. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ტყის მნიშვნელობით და მათი ჩართულობის გაზრდას  ტყის დაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს.

კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყება 9 თებერვალს და დასრულდება  16 მარტს.

ამ ეტაპზე  ტყის პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები მოსწავლეებმა ვიზუალურად უნდა გამოხატონ ნახატის, ნახაზის,  სქემის და ა.შ. სახით.  ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A2 ზომის ფორმატზე.

ნამუშევარს უნდა შეურჩიოთ სახელი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტყის დაცვის თემას და ნამუშევრის ამსახველი ფოტოსურათი გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge (თან დაურთეთ შემდეგი ინფორმაცია: ქალაქი, სკოლა, კლასი, ხელმძღვანელისა და ავტორის/ების სახელი/ები და გვარი/ები).

ფოტოსურათებიდან შეირჩევა 50-მდე საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ეტაპზე - გამოფენაში მონაწილეობისათვის. შერჩეული ნამუშევრების ავტორებმა უნდა მოიტანონ თავიანთი ნამუშევრების ორიგინალები (არა ფოტო, არამედ A2 ფორმატი) თსუ-ეკო კლუბში. ინფომაცია გამოფენაში მონაწილეობის შესახებ დაეგზავნება სკოლებს მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

კონკურსის მეორე ეტაპი - გამოფენა - საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, თსუ-ის პირველ კორპუსში.

კონკურსის მესამე ეტაპი - ფინალი.

კონკურსის ფინალი გაიმართება ასევე 21 მარტს, თსუ-ს პირველ კორპუსში. გამოფენაში მონაწილე ფინალისტებიდან გამოვლინდება გამარჯვებული. გამოფენის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული დაჯილდევდება უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნიკა წითელაშვილი 551384420
Print

« იხ. ყველა სიახლე