8-9 ოქტომბერს
სასტუმრო „ამბასადორში“ ჩატარდება სტეიქჰოლდერების მეხუთე რეგიონალური ვორქშოფი, რომელიც ორგანიზებულია ევროკომისიის მიერ გრანტირებული პროექტის „PERSEUS“–ის/FP7 („ევროპის სამხრეთული ზღვების გარემოს კვლევაზე ორიენტირებული პოლიტიკა“) ფარგლებში, სახელწოდებით: „ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზების კარგი გარემოს სტატუსისთვის“ .
ვორქშოფის მიზანია, გაგაცნოთ „PERSEUS“-ის პროექტი და დაამყაროს ახლო კონტაქტები რეგიონალური ხელისუფლების ორგანოებსა და მეცნიერებთან. მისი ერთ-ერთი მიზანია შექმნას ნიადაგი ეფექტური რეგიონალური საზღვაო ეკოსისტემების მენეჯმენტში თანამშრომლობისთვის, „PERSEUS“–ის მიერ ინიცირებულია საზღვაო სტრატეგიული ჩარჩო დირექტივების (MSFD) პრინციპების განვითარება არა ევროკავშირის ქვეყნებში ეკოსისტემური მიდგომით (EcAp).
ვორქშოფს გააჩნია ოთხი ძირითადი მიზანი :
• განიხილოს გარემოზე ზეწოლა და ზეგავლენა შერჩეულ აუზებში და შეაფასოს „PERSEUS“-ის წვლილი;
•წარმოადგინოს და განიხილოს „PERSEUS“-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების და მათი გამოყენების შედეგები;
•დაასაბუთოს ეკოლოგიური სტატუსის შეფასებების ჰარმონიზირების აუცილებლობა ადგილობრივ - რეგიონალურ - რეგიონთაშორისო დონეზე;
•განიხილოს ეკოსისტემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის განვითარება საზღვაო ქვეყნებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995599511157 ან +995599386030
ელ.ფოსტა: wocean@telenet.ge ან v.trapaidze@yahoo.com;