2019-10-09

ფრანგული ენის შესწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო გიწვევთ დარგობრივი ფრანგული ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე (A1 A2 B1 და B2 დონე).

ლექციები ჩატარდება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ციფრულ კამპუსში კვირაში სამჯერ (განრიგი დაზუსტდება მოგვიანებით), 17 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.

მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზ.N 36, თსუ  V კორპუსი, აუდიტორია 309. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 15 ოქტომბრამდე. 
 


 
Print

« იხ. ყველა სიახლე