ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-29

ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა 2015-2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში 2015-2016 სასწავლო წლისათვის. სკოლაში მიიღებიან საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები.

უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები წაიკითხავენ  ლექციებს შემდეგ საგნებში: ძველი და თანამედროვე ქართული ენა და ლიტერატურა, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის შესავალი, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია, ფილოსოფია, არქეოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნების ისტორია,  სახვითი  ხელოვნების საფუძვლები, ეთნოლოგია.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის კედლებში გაეცნონ სამეცნიერ გარემოს, დაამყარონ კონტაქტები პროფესორებთან და სამეცნიერო წრეებთან, გაიღრმავონ ცოდნა და განივითარონ აკადემიური უნარ-ჩვევები.    

სასწავლო წლის განმავლობაში მოეწყობა კონკურსები, ვიქტორინები, ექსკურსიები და საზაფხულო სკოლა. სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.

ლექციებზე დასწრება თავისუფალი და უფასოა. მოსწავლემ უნდა შეავსოს საააპლიკაციო ფორმა, რომელიც დამატებით ინფორმაციასთან ერთად იხილეთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ვებგვერდზე

ლექციები დაიწყება 16 ოქტომბერს და ჩატარდება ყოველ მეორე პარასკევს სასწავლო წლის განმავლობაში. ლექციის ხანგრძლივობაა საშუალოდ 1 საათი და 30 წუთი.

ლექციების  ადგილი:  თსუ  I კორპუსი,  აუდიტორია №307

საკონტაქტო პირი: თამარ გოგუაძე, თსუ I კორპუსი, 204 ოთახი, 2 221 101 (255)  tamar.goguadze@tsu.ge.

იხილეთ:
სააპლიკაციო ფორმა
ლექციების ცხრილი



Print

« იხ. ყველა სიახლე