ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-19

კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურისა და თარგმანის სპეციალობის II-III სემესტრის მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურისა და თარგმანის სპეციალობის II-III სემესტრის მაგისტრანტებისათვის

სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება
2. CV
3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან)
4. პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
5. ერთი ნაშრომი (ლიტერატურული ნაწარმოები, თარგმანი ან სამეცნიერო სტატია), რომელიც, მაგისტრანტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით ან შემოქმედებით უნარებს.

საბუთები მიიღება 2013 წლის 20 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, 10. 00-დან 17.00 საათამდე.
თსუ I კორპუსი, 208-ე ოთახში

Print

« იხ. ყველა სიახლე