ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-26

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2016/2017

ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. სწავლის ღირებულება სემესტრულად შეადგენს  1500 ლარს.

დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ   საერთო სამაგისტრო გამოცდები (ნებისმიერი კატეგორიის ტესტის ტიპი ), რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს.

 სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლება სრულიად ინგლისურენოვანია.

2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 29 აგვისტო - 2 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  5 სექტემბერი (09:00 სთ.);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18;00 სთ.);
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15  სექტემბერი;
კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -16 - 20 სექტემბერი;
ლ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  21 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)  განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა


საკონტაქტო ინფორმაცია:
ევროპული კვლევების ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი #406
ტელ: (+ 995) 32 2 22 78 99 (+ 995) 32 2 22 78 99
მობ: (+ 995) 595 770 110 (+ 995) 595 770 110

Print

« იხ. ყველა სიახლე