ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის - "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში -
2014 წლის 13-14 ივნისს VI რეგიონთაშორის სტუდენტურ კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის მიზანი:
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია მრავალპროფილიანია - სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკისმცოდნეობა);
- სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სამართალმცოდნეობა და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე
2014 წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისთვის. მეილზე:
studentsconference@tsu.ge.
კონფერენციის პროგრამა დაიბეჭდება.
შერჩეული მასალები გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში
მერმისი.
განაცხადის ფორმა:
- სასწავლებლის დასახელება და მისამართი;
- მომხსენებლის გვარი, სახელი;
- სასწავლო სტატუსი;
- მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- მოხსენების სათაური;
- მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი.
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი გახდენა საინფორმაციო წერილით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროფესორი თამარ პაიჭაძე - ტელ.: 599 184603
პროფესორი კახაბერ ლორია - ტელ.: 599 577575455
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №1
მასალების გაფორმების წესი:
ტექსტის ენა - ქართული;
რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
ფურცლის ზომა - A – 4;
მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 3სმ;
შრიფტი - sylfaen;
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
თეზისების ტექსტის ფორმატი:
თემის სახელწოდება: sylfaen, bold, 14;
ავტორი: sylfaen 12, ასომთავრულით, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
ძირითადი ტექსტი sylfaen, 12.
დამოწმებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით, მაგ:
Соловьев 1939: Соловьев, B. "Собр. сочинений", (Т I) Москва, 1939г.
კეკელიძე 1980. კ. კეკელიძე წლის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.