ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-04

სემინარი მედიაციაში ადვოკატებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი”, ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან  ( EWMI) თანამშრომლობით ატარებს სემინარს  მედიაციაში მოქმედი ადვოკატებისათვის.

სემინარი ემსახურება მედიაციის სამართლებრივი ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას საქართველოში.
სემინარის მიზანია ადვოკატების ინფორმირება მედიაციის ძირითადი პრინციპების, პროცესის მიმდინარეობისა  და მასში იურისტის როლის შესახებ. ადვოკატები დაეუფლებიან საჭირო უნარ-ჩვევებს რათა წარმატებით განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა მედიაციის პროცესის დროს.

სემინარს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. სემინარი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
სემინარი გაიმართება თსუ-ს პირველ კორპუსში შემდეგი განრიგით:
•    15 ივნისი, პარასკევი          17.00-20.00 სთ;
•    16 ივნისი, შაბათი                9.00-18.00 სთ;

სემინარში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 28 24 36. გთხოვთ სათაურის ხაზში (Subject Line) მიუთითეთ: “სემინარი მედიაციაში ადვოკატებისათვის”.

 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 ივნისი. (რეგისტრაცია ძალაში შევა მხოლოდ კურსის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: თსუ/დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრისთვის
მიმღების IBAN ანგარიშის #: GE96BR0000010216535719
ს.ს. ბანკი ”რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის მეშვეობით: apply.ncadr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე