ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-14

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში (ირლანდია) http://www.ucd.ie/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრისა და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 7 ოქტომბრის 17.00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!! დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

Print

« იხ. ყველა სიახლე