2017-03-30

საერთაშორისო კონფერენცია "მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში"

1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის კათედრისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელსაც წელს დაარსებიდან ოცი წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია 2017 წლის 17-21 სექტემბერს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენციის - მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში ჩატარება. მის მუშაობაში მეცნიერებთან ერთად გათვალისწინებულია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, 2017 წლის 30 აპრილამდე გადმოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია  მისამართზე: greekstudies@tsu.ge

პირადი მონაცემები (სახელი, გვარი), მუშაობის ადგილი და სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საფოსტო და ელექტრონული მისამართი), კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა (მოხსენება, პერფორმანსი, ექსპოზიცია) და სახელწოდება, ასევე მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა)

განაცხადის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საორგანიზაციო კომიტეტი მიაწვდის დამატებით ინფორმაციას არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ისე სამივე საფეხურის სტუდენტებს.

საკონტაქტო პირები: 
ეკატერინე კვირკველია - 598 60 46 67; kvirkvelia_e@yahoo.com
მარიამ კალაძე - 577 42 69 82; mariami.kaladze@tsu.ge

0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.13, 
ტელ. +995 322 22-11-81 +995 322 22-11-81
ფაქსი. +99532222-11-81 +99532222-11-81
ელ-ფოსტა:greekstudies@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე