2013-01-03
უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის განხილვა თსუ ფორუმზე
2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 წელი სრულდება. თსუ პირველი ქართული და პირველი კავკასიური უნივერსიტეტია, რაც მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს, ერთი მხრივ - დაეყრდნოს დიდ საგანმანათლებლო თუ კვლევით ტრადიციებს, მეორე მხრივ კი - უპასუხოს 21-ე საუკუნის სტანდარტებსა და გამოწვევებს; ამისთვის მუდმივად სრულყოფს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას.
საუნივერსიტეტო ცხოვრებაში დღეს რეფორმების ახალი ეტაპი იწყება, რომელშიც თსუ პროფესურა და სტუდენტობა აქტიურად უნდა ჩაერთოს.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და იდეები უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიასთან, საუნივერსიტეტო ცხოვრების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ფორუმთან ერთად მუშაობას იწყებს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის კარიც ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტელისთვის. საკონსულტაციო ჯგუფი შეაჯერებს ფორუმზე შემოსულ წინადადებებს. 2013 წლის 21 იანვრისთვის შეიქმნება პირველადი სამუშაო დოკუმენტები, რომელიც განსახილველად განთავსდება ფორუმზე.
საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის და განხილვის დაწყების ინიციატორები არიან პროფესორები ლევან გორდეზიანი, აკაკი ყულიჯანაშვილი და ომარ მუკბანიანი. ჯგუფის მუშაობაში ჩართვა ნებისმიერ უნივერსიტეტელს შეუძლია.

« იხ. ყველა სიახლე