ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი
2014 წლის 15-17 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას:
კონფერენციის მიზანი:
- ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, რეგიონში;
- ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლა;
- ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესახებ;
- საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება;
- ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.
კონფერენციის გახსნა: 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე.
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1,
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ.
დანართში) და მოხსენების ანოტაცია.
კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა ანოტაციების ელექტრონული ვერსიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე (
http://press.tsu.edu.ge) გამოქვეყნდება.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს
2014 წლის 15 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3; თსუ II კორპუსი, ოთახი 165, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი.
ტელ.: 225-06-78