2018-06-25

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის ხანგრძლივობით მყოფ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 9 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
სარეკომენდაციო წერილი ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტიდან (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სარეკომენდაციო წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული და დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება დანართი 1
საკვლევი გეგმის მონახაზი (არაუმეტეს 2 გვერდისა, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
4 თვე (2018/2019 წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა + ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე