2014-02-08
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 96 წლის იუბილესთან დაკავშირებით
8 თებერვლი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. 96 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დიდმა ქართველმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შეიქმნა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. სწორედ ამიტომ იქცა უნივერსიტეტი განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.
ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს. მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს და ყოველთვის შეასრულებს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას.
ირაკლი ღარიბაშვილი.

« იხ. ყველა სიახლე