2016-10-18
ინოვაციების ვორქშოფი Fab Lab TSU-ში
21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Fab Lab TSU სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ატარებს ინოვაციების ვორქშოფს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ Fab Lab-ის შესაძლებლობებს, გამოსცადონ უნიკალური 3D ტექნიკა, დააკვირდნენ Fab Lab-ში პროდუქციის პროტოტიპირების ეტაპებს.
Fab Lab TSU ეხმარება თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X კორპუსი (ე.წ. მაღლივი), მესამე სართული

« იხ. ყველა სიახლე