2016-10-18

ინოვაციების ვორქშოფი Fab Lab TSU-ში

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Fab Lab TSU სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ატარებს ინოვაციების ვორქშოფს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ Fab Lab-ის შესაძლებლობებს,  გამოსცადონ უნიკალური 3D ტექნიკა, დააკვირდნენ Fab Lab-ში პროდუქციის პროტოტიპირების ეტაპებს.

Fab Lab TSU ეხმარება თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
 
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X კორპუსი (ე.წ. მაღლივი), მესამე სართული


Print

« იხ. ყველა სიახლე