2016-10-28
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები“
4-5 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ატარებს „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 850-ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები.“ კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი კლასიკოსი მწერლის შემოქმედების გააზრებას მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, აგრეთვე მისი თანამედროვე წაკითხვების გაცნობას.
საერთაშორისო კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის მუშაობაში სულ მონაწილეობას მიიღებს 56 მეცნიერი მსოფლიოს რვა სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი).
კონფერენციის საზეიმო გახსნა და პლენარული სხდომები გაიმართება სასტუმრო „ბეტსის“ (მაყაშვილის ქ. 32/34) საკონფერენციო დარბაზში, 2016 წლის 4 ნოემბერს, 11 საათზე. ამავე დღეს, დაგეგმილია, ლიტერატურის ინსტიტუტის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის წარდგინება.
5 ნოემბერს, სხვადასხვა მიმართულების 8 სამეცნიერო სექცია იმუშავებს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ამავე დღეს, პირველად, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სტუდენტური სექცია. კონფერენციას დაასრულებს „მრგვალი მაგიდა“, თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან. კლასიკის თანამედროვე რეცეფცია“.
სამეცნიერო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე

« იხ. ყველა სიახლე