2016-05-19

საჯარო ლექციები ფიზიკაში

23-25 მაისს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებასთნ დაკავშირებით ჩატარება საჯარო ლექციები ფიზიკაში, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები წაიკითხავენ.

მონაწილეობის მსურველებმა ამა წლის 21 მაისამდე გვაცნობეთ ელ. მისამართზე info@gti.ge (პიროვნულად ან ჯგუფის სახელით სია), სადაც მითითებული იქნება პიროვნების სახელი, გვარი, სასწავლებლის დასახელება, სტატუსი და ელ-მისამართი. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

კონფერენციის მონაწილეებისათვის საჯარო ლეციებს წაიკითხავენ:

1.ფრანსუა ენგლერტი,  პროფესორი,  ნობელის პრემიის ლაურეატი (ბელგია).
2.ლარს ბრინკი, პროფესორი, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი).
3.ჩინზია და ვია, პროფესორი, მანჩესტერის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო).
4.ცეზარ გომესი, პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, მადრიდი (ესპანეთი).
5.ვიაჩესლავ მუხანოვი, პროფესორი, ლუდვივ-მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი (გერმანია).
6.ლუის ალვარეზ-გომე, პროფესორი, საიმონსის სახელობის  გეომეტრიისა და ფიზიკის ცენტრის  დირექტორი (SCGP), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) თეორიული განყოფილების მეცნიერ-მკვლევარი (შვეიცარია),
7.სერჯიო ბერტოლუჩი, პროფესორი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN), 2015 წლის ბოლომდე CERN-ის კვლევისა და სამეცნიერო გამოთვლების დირექტორი (შვეიცარია).
8.ფერნანდო ფერონი, პროფესორი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის  (INFN) პრეზიდენტი (იტალია).
9.სანდრო როსი, პროფესორი, ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის (CNAO) დირექტორი (იტალია).
10.გუიდო ტონელი, პროფესორი, პიზის უნივერსიტეტი (იტალია).
11.ზენშო იოშიდა, პროფესორი, ტოკიოს უნივერსიტეტი (იაპონია).

ლექციები ჩატარდება საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში (ლადო გუდიაშვილის 7).

ლექციების დღის წესრიგი

Print

« იხ. ყველა სიახლე