2015-03-06

ქართველთა და ებრაელთა სულიერი ერთობის დარბაზის სხდომა

2015 წლის 20 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნება „ვეფხისტყაოსნით“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე გადაწყდა, რომ დაიწყოს ნაშრომში წარმოჩენილი ქართველთა და ებრაელთა  სულიერი კავშირების განვითარება.

აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად იქმნება ქართველთა და ებრაელთა სულიერი ერთობის დარბაზი. დარბაზი რეგულარულად შეიკრიბება ყოველი თვის მეორე ორშაბათს 17.00 საათზე.

პირველი შეკრება ჩატარდება 9 მარტს, 17.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე