2011-04-05

ლიტერატურული კონკურსი თემაზე: ჩვენი ენა ქართული

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საყურადღებოდ!

 
ქართული ენის დღესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე: „ჩვენი ენა ქართული“.


საკონკურსოდ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი, მხატვრული ესე.

გამარჯვებულებისთვის (I, II, III ადგილი) დაწესებულია ჯილდოები.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 11 აპრილი.

საკონტაქტო პირი: მაია მადუაშვილი, ტელ.:  893 35 11 55, maia.maduashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე