შვედური ინსტიტუტი და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ტექნოპარკი) მხარდაჭერით გიწვევთ LEAP პროგრამის პრეზენტაციაზე.
აღნიშნული პროგრამა გახლავთ Swedish Institute-ის და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივა და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას. სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 25-დან 40 წლამდე ასაკის მდგრადი განვითარების თემატიკაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ან მუდმივ რეზიდენტ პირებს. პროგრამა ორი მოდულისგან შედგება, რომელთაგან პირველი ამა წლის 15-20 ოქტომბერს სტოკჰოლმში გაიმართება, ხოლო მეორე - 12-17 ნოემბერს პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, შვედეთი).
ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 24 ივლისს 19:00 საათზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შენობაში
მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქუჩა N7 (მთაწმინდის პარკის ასასვლელი).
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ
2018 წლის
20 ივლისის 18:00 საათამდე მითითებულ ლინკზე:
დადასტურება