ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-12

ტრენინგი მოსწავლეთათვის - „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“

8-10 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) ატარებს ერთობლივ საპილოტე ტრენინგს მოსწავლეთათვის „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“.

ტრენინგის პირველ დღეს განხილული იქნება სამართლებრივი საკითხები და შედგება შესაბამისი იმიტირებული პროცესი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების, მეორე დღეს - კანონის მიღებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, მესამე დღეს - პრეზიდენტის იმპიჩმენტის და მთავრობის უნდობლობის.

ტრენინგს ჩაატარებენ კვალიფიციული პრაქტიკოსი კონსტიტუციონალისტები და თსუ პროფესორები.

ტრენინგის შედეგი: მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობებს, მათი საქმიანობის, არჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების მექანიზმებს.

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 8, 9, 10 მარტი (11.00-14:00 სთ).

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1.

ტრენინგი არის უფასო.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ IX-X-XI კლასის მოსწავლეებს.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და სარეგისტრაციოდ მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი. მონაწილეები შეირჩევიან წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

ტრენინგი ორგანიზებულია IPEC-ის და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
E-mail:IPECcenter@yahoo.com
ტელ.: 598 58 88 99 ან 551 59 59 95.

Print

« იხ. ყველა სიახლე