ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-08

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები თსუ-ში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრის (თბილისი) ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები   ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდებიან.
 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესაუბრებიან ახალგაზრდებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობებზე, გააცნობენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას, ესაუბრებიან სამომავლო პერსპექტივებზე.
 
ძირითად სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ეკონომიკის/ ბიზნესის მიმართულების  და მომიჯნავე სპეციალობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვისთვისაც EBRD, როგორც დამსაქმებელი, საინტერესოა.

შეხვედრები გაიმართება  - 13 მაისს, 15:00 საათზე სტუდენტებთან;  16 მაისს, 15:00 საათზე - კურსდამთავრებულებთან.
 
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. შეხვედრაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია.
 
სტუდენტებისთვის
 
კურსდამთავრებულებისთვის

 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე