ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-30

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გაცვლითი პროგრამები

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ 2017-2018 აკადემიური წლისათვის გამოყოფილ ერთსემესტრიან ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაზე სასწავლებლად.

შემოთავაზებული სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ დანართი1 და გთხოვთ,  შეარჩიოთ  თსუ-ს  საბაკალავრო პროგრამასთან თავსებადი პროგრამა.

მიმღები ინსტიტუტი შერჩეულ კანდიდატს სთავაზობს უფასო სწავლას, ყველა სხვა ხარჯი (საერთაშორისო მგზავრობა, სავიზო მოსაკრებელი, დაზღვევა, კვება, სტუდენტური საცხოვრებელი, სასწავლო მასალები, რეგისტრაციის მოსაკრებელი) სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს.

სააპლიკაციო დოკუმენტები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულად);
პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
1 მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე
(არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, font: times new roman, spacing: 1.5, margins: 2.5cm)
ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით (ქართულად);
1 აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი: TOEFL IBT (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5).  

სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge
კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 თებერვალი 17:00 საათი   

შერჩევის პროცედურა:
1.სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
2.გასაუბრება კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ
3.კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
4.საბოლოო შერჩევა - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://isc.bit.edu.cn/ და დანართი 2.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა:
•დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!
•გთხოვთ გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება: http://bauinternational.edu.ge/files/footer/external-normative-documents/cvlilebeb-sakartvelos-kanoni-1.pdf

მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე