შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც ითვალისწინებს იმ სტუდენტების ხელშეწყობას, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება.
ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც არა აქვთ არანაირი სახელმწიფო გრანტი, საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ ამ პროექტში. გაითვალისწინეთ, რომ ინტერესის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ ყველას მიეცემა ეს შესაძლებლობა: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასურველ კანდიდატებს შესაბამისი ტესტირების საფუძველზე შეარჩევს.
მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ მე-2 და მე-3 კურსელებს.
დაინტერესებულებმა
24 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
career@tsu.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ NAEC.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს:
2473333