ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-29

"სტუდენტები რეგიონული მმართველობის განვითარებისთვის"

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

არჩევნების შემდეგ, ამ ქალაქებში განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს, როგორც ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, ისე ახალი ადმინისტრაციული მართვის მოწყობას. ამ პროცესის დროს კი მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი. ამავე დროს, სტუდენტების ჩართვა რეგიონალური მართვის პოლიტიკაში, მათ საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ მუნიციპალიტეტებისა და მერიების მუშაობის შესახებ.

„თსუ-სტუდენტური ფორუმის“ ორგანიზებით მოეწყობა სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოს 3 თვითმმართველ ქალაქში. პროექტში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქუთაისში, ახალციხესა და თელავში. სადაც გაეცნობიან მუნიციპალიტეტების მართვის სტილს.

ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. მონაწილეები წარმოადგენენ ნაშრომებს რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია თსუ ნებისმიერ სტუდენტს, სასურველია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი CV და საკონფერენციო თეზისი ელ-მისამართზე: conferences.tsu@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - regional Government (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

თეზისისა და CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი
Print

« იხ. ყველა სიახლე