2010-08-17
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება
2010 წლის აგვისტოში, მასმედიის საშუალებებით გადაიცა სიუჟეტები და გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც იყო მიკერძოებული, არაობიექტური, შეურაცხმყოფელი და შეიცავდა უნივერსიტეტისადმი უსაფუძვლო ბრალდებებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი სიუჟეტები მიზანმიმართულად ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის სახელს, მის პრესტიჟს, მის თანამშრომელთა ღირსებას და შეურაცხმყოფელია თითოეული უნივერსიტეტელისათვის, მთელი ქართული საზოგადოებისათვის.
პირველი ქართული უნივერსიტეტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური და არაობიექტური საინფორმაციო კამპანია აფერხებს საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის სამართალდამცავ ორგანოებთან და მასმედიასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის, რათა გამოვლენილ და დასჯილ იქნან დამნაშავეები ნებისმიერი ტიპის სამართალდარღვევისათვის, ხოლო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ მასმედიის მხრიდან ფაქტებისა და მოვლენების არაობიექტურ და შეურაცხმყოფელ გაშუქებას ადგილი აღარ ექნება და უნივერსიტეტის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.
აკადემიური საბჭო თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი შეხვდეს საუნივერსიტეტო საზოგადოებას და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
აკადემიური საბჭო სთხოვს მასმედიას, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
« იხ. ყველა სიახლე