ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-04-24

სტუდენტთა I სამეცნიერო კონფერენცია „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“

27 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება I სამეცნიერო კონფერენცია  „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები  10 მაისამდე  გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: ekaterinenavrozashvili@gmail.com
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულად;  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას (შრიფტი  Sylfaen 12; 1,5 ინტერვალი).
თითოეული მომხსენებლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი, მათ შორის 10 წუთი მოხსენებისთვის, 5 წუთი კი - დისკუსიისთვის. შესაბამისად, მოხსენების მოცულობა, სასურველია, არ აღებატებოდა 5 გვერდს.



Print

« იხ. ყველა სიახლე