ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-12

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მარტს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია სამივე საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტმა 2019 წლის 29 ინვრამდე შევსებული სააპლიკაციო ფორმა (აბსტრაქტი) უნდა გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე conference.library@tsu.ge. კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის (პროფესორები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები) მიერ შერჩეული აბსტრაქტების ავტორებმა საბოლოო ნაშრომები ამავე ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 27 თებერვლამდე.

კონფერენციის აბსტრაქტები და საბოლოო ნაშრომების სავარაუდო საკითხები შესაძლოა შეეხებოდეს: დამფუძნებელი კრების არჩევნების საარჩევნო სისტემას, საარჩევნო პროცესს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროგრამებს, საარჩევნო კამპანიას, არჩევნების შედეგებს, დამფუძნებელი კრების შემადგენლობას, კრების კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას, კრების საქმიანობაში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას, კრების ზოგადი კანონშემოქმედებითობას, კრების მიერ მთავრობის კონტროლსა და სხვ. საორგანიზაციო ჯგუფი არ განიხილავს ზოგადი სახის აბსტრაქტებს, რომელიც არ შეეხება კონკრეტულ საკვლევ საკითხს. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტის მიერ შექმნილ საბოლოო სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს APA-ს სტილით.

ძირითადი თარიღები:
აბსტრაქტების მიღების დასრულება - 29 იანვარი
შერჩეული აბსტრაქტების ავტორთა ინფორმიერება - 1 თებერვალი
საბოლოო ნაშრომის მიღების დასრულება - 27 თებერვალი
საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა - 1 მარტი
კონფერენციის გამართვის თარიღი - 7 მარტი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ირაკლი ირემაძე
ტელ.: 595 95 66 72
ელ. ფოსტა: irakli.iremadze@tsu.ge
მის.: უნივერსიტეტის ბიბლიოთკა, I კორპუსის სამკითხველო, ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა.


Print

« იხ. ყველა სიახლე