ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-24

დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება დამატებითი კონკურსი თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით (ბაკალავრიატი):
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uim.aku.edu.tr/

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით (მაგისტრატურა):
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეთიკა, ფილოსოფია, კულტურის კვლევები, სოციოლოგია (იხილეთ საგნების ჩამონთვალი: დანართი 1)
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unibuc.ro/e/facultati/
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-salzburg.at/index.php?id=201387&MP=93-44799&L=1

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით (დოქტორანტურა):
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია, საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე)
საკონტაქტო პირი:axel.gosseries@uclouvain.be
ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეთიკა, ფილოსოფია, კულტურის კვლევები, სოციოლოგია (იხილეთ საგნების ჩამონთვალი: დანართი 1)
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საკონტაქტო პირი: lilian.ciachir@filosofie.unibuc.ro

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 ან 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა/წ 28 ნოემბერი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე; უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე; უნდა წარმოადგინონ მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (უნდა წარმოადგინონ მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა - ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის საკონტაქტო პირს - ელ-ფოსტის მისამართი მითითებულია ამავე განცხადებაში უნივერსიტეტის ვებ-გვერდის შემდეგ)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 27 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი

შენიშვნა:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge




Print

« იხ. ყველა სიახლე