2018-03-15

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გაცვლითი სასწავლო პროგრამები

ცხადდება განცხადებების მიღება პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2018-2019 აკადემიური წლისათვის გამოყოფილ გაცვლით პროგრამაზე სასწავლებლად.

სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში 1

მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:

- სწავლის გადასახადი;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
 
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან;
- პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 1  გვერდისა)
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით;
- 1 აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 80 IBT) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 6).  

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2018 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (pdf ფორმატში, თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
1.სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2.გასაუბრება კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3.კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  
4.საბოლოო შერჩევა - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ. მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა:დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!   

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.



Print

« იხ. ყველა სიახლე