2015-10-28

საერთაშორისო კონფერენცია "გამოწვევები ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკასა და კვანტურ ველების თეორიაში"

30 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "გამოწვევები ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკასა და კვანტურ ველების თეორიაში."

კონფერენცა ეძღვნება აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის 85-წლისთავს  და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ალბერტ თავხელიძის უცხოელი და ქართველი კოლეგები, მოწაფეები. ღონისძიების ფარგლებში,  30 ოქტომბერს, 18.00 საათზე ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

კონფერენცია 0რდღიანია და მისი ორგანიზატორებია: თსუ, საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, )რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი (მოსკოვი).

31 ოქტომბერს 15.00 საათზე კონფერენცია გაგრძელდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 06-ე აუდიტორია





Print

« იხ. ყველა სიახლე